Litclub.ge

ბალიში
სიზმრებით ისე სავსეა,
როგორც ბუმბულის ღერებით.
ბოლო დროს, გადავიღალე -
სიზმრების გადამღერებით.
ღერი-ღერ ჩაქრა ბუმბული,
მე კი - მასზე ძილს არ ვიშლი.
წუხელ - დამტოვა უსიზმროდ -
ისე დაძველდა ბალიში.