Litclub.ge
* * * სმოგში ჭყივილით დაქრიან მერცხლები
სმოგში ჭყივილით დაქრიან მერცხლები
და თვალებს მიცრემლიანებენ.
ჰაერი მკვრივია, ფეხები - მძიმე.
მოაჯირზე დავაბიჯებ,
როგორც ლურჯ ზედაპირზე.
ჭრილობებიდან ვლაპარაკობ.
სუნთქვა მიმთავრდება.
მთავრდება მოაჯირიც.