Litclub.ge

შეყვარებული წყვილი
(ფილარმონიისშენობა)

გრძელ მოაჯირზე, რკინისა,
იყვნენ რა სანახავები;
ერთმანეთს ნისკარტს, თავშავა,
უცაცუნებდნენ ყვავები.

სხვათა მონაყოლს არ ვყვები...
თუ რამე დამეჯერება,
ჭკუიდან გადაგიყვანდა
მათი ალერსი, ფერება.

ვთქვი, მერე რა, რომ ამქვეყნად,
ღვთის ნებით, გაჩნდნენ ყვავებად,
ვერ დავინახე, ჩვენ შორის,
ისეთი, მე განსხვავება.

მათაც ხომ ძინავთ, ნეტავი,
ღამე ხედავენ, რა სიზმრებს?!
დებად და ძმებად ჩავთვალოთ,
მივბაძოთ იმ დიდ ასიზელს.

ყვანჩალებს ამ სილამაზეს,
ამ შნოს, ამ ლაზათს ვინ აძლევს?
ერთად აფრინდნენ, ტანმაღალ
ჭადარზე გადაინაცვლეს.