Litclub.ge

მყუდროება მომენატრა
როგორ მშურს მისი, ვინც ახლა
მატარებელში ზის;
ეთამაშება, ადნება
თეთრ ფარდას სხივი მზის.

ვიხსენებ ვედებს, უვადოს,
ვედები ხეს და ქვას;
ჩემი გზით წავალ, გავუტევ,
ვინაც რა უნდა თქვას.