Litclub.ge

მისაღები გამოცდების ეზო
(თვალმოკრულიდან)

მჭლევ და გაუთხოვარო,
გული ჩემი გახარ,
უბეჭდო, სვეტს აკრული,
ვისი მამიდა ხარ?!

სიცხით სუნთქვაშეკრულო,
ლოყებს ალი ასდის,
ობოლ ძმისწულს თუ ელი,
ტანჯვით, სიმწრით გაზრდილს?!

როგორ გითრთის ნაოჭი,
ბაგეებს რომ სალტავს...
დარდი არ მომასვენებს
მაგ ჩაფერფლილ თვალთა.