Litclub.ge

სავსე გული
ხელში მოგყვება, ესწრაფვი რასაც,
საცნაურია ჟრჟოლა, ყიჟინა,
მოწოლილ ჟინს ვერ აკავებს სასა,
სიბერემ მუხლი ვერ შეგიშინა.

თითონვე გიკვირს, ხალისობ ისე,
დაწურე გული სტრიქონ-სტრიქონად;
რა ბაგა-ბუგი გაუდის, მისი
სიცარიელე ვინ მოიგონა?!