Litclub.ge

* * * სადაც მივედი, ყველგან გამრიყეს
სადაც მივედი, ყველგან გამრიყეს,
ჯამით სამსალა მასვეს...
რაღას ვიზამდი, არსთა გამრიგეს:
თუკი ენება ასე!
ჩემი ცხოვრება იყო გრიგალი,
მდევდა სიკვდილის ლანდი...
თანაც ვერაფრით ვერ მოვიკალი:
მძიმე წარსულზე დარდი!
მწვავდა, მფერფლავდა, ცეცხლი უქრობი,
არსად - იმედი, შველა...
თუმცა გამწირეს... ნაცნობ-უცნობი:
გულით მიყვარდა ყველა!!!
რაღას ვიზამდი, არსთა გამრიგეს:
თუკი ენება ასე!
სადაც მივედი, ყველგან გამრიყეს,
ჯამით სამსალა მასვეს...