Litclub.ge
* * * გეფიცები, გულს უღმერთოდ მტკენ
შ. ჩანტლაძეს
გეფიცები, გულს უღმერთდ მტკენ,
როცა ამბობ: ამაოა შველა...
ერთხელ ყველა ჩამოგშორდა შენ,
მერე თვითონ მიატოვე ყველა.
მარტოობა გულის ძარღვებს წყვეტს,
მოლოდინში უკვე სისხლიც შრება,
ყველაფერი ასე სურდა ღმერთს,
აღასრულა ღმერთმა მისი ნება!