ბევრის გულში ხანძარია,
ბევრიც - წარსულს მისტირის.
აღარც რწმენის ტაძრია,
აღარც - ციხე ქვითკირის...
ხვედრი: ეკლისს გვირგვინია,
თუკი სიტყვა დაძარი.
ვერ გაიგებ, ვინ გმირია,
ვინ - ნამდვილი ლაჩარი...
ბარიერთან ვინღა დგება:
ნიშნად - კაცურ ღირსების.
ადრე რატომ გიღამდება,
ასე რატომ ისჯები?!
აღარც რწმენის ტაძარია,
აღარც - ციხე ქვითკირის,
ბევრის გულში ხანძარია,
ბევრიც - წარსულს მისტირის...
უიღბლობა მწამს დროებით,
ეჭვით - გულის გაკენწვლაც...
სულს უბერავ სსოებით:
რწმენის მიმქრალ ნაპერწკალს!!!