Litclub.ge

* * * როცა ინთხევა ამდენი შხამი
როცა ინთხევა ამდენი შხამი,
ხსოვნას შემორჩა წლები ჯვარცმული;
უფრო მძიმდება ცოდვებით გვამი,
სული უკუნში რჩება დანთქმული...
როცა წალეკა სამყარო შურმა,
რწმენის ტაძარსაც შუქი უქრება;
უნდა დატოვოს სხეული სულმა,
რომ უკვდავების ჰქონდეს უფლება...