Litclub.ge

* * * იქნება, არც არი სათქმელი
იქნება, არც არი სათქმელი:
ცამდე ვარ მართალი გამჩენთან...
თავისთვის ვერ ვნახე საშველი,
სხვის ბედზე წუხილი დამჩემდა.
მეგონა, მეგონა ბევრ რამეს შევძლებდი,
მაგრამ სხვა გრიგალთა დრო მოდის.
არავინ ყოფილა ჩემს გვერდით,
თქვენ ღმერთი გფარავდეთ ბოლომდის!