Litclub.ge

* * * ჩავლილ წლებს თუმცა გულწრფელად ვნანობ
ჩავლილ წლებს თუმცა გულწრფელად ვნანობ,
თუმცა ვერ ვძლიე სევდა-ნაღველი;
მაგრამ ვინ ფიქრობს სიკვდილის გამო,
ზოგჯერ არც გვახსოვს მისი სახელი.
მარად ვიცოცხლებთ! - გულში გვაქვს რწმენა,
მუდამ იქნება ზეცა მზით თბილი!
მხოლოდ სიკვდილის მოსვლის ჟამს გვჯერა,
მართლა რომ არის ქვეყნად სიკვდილი...