Litclub.ge
* * * ნასესხები თუმცა უკვე გათავდა
ნასესხები თუმცა უკვე გათავდა,
გაიხედავ: მთაზე მაინც თვლია...
უნუგეშო დარდს რომ გამოხატავდა,
დაიჯერებ? სიტყვა ვერ მიპოვნია.
მოთენთილი ბინდი წვება ლოდებზე,
დრო იცვალა. ტკივილია უცვლელი.
ნეტავ ჩემი სატკივარი როდემდე
უნდა დარჩეს ასე გამოუთქმელი?