Litclub.ge

* * * ჯვარს გაცვეს გუშინწინ, გუშინაც
ჯვარს გაცვეს გუშინწინ, გუშინაც,
შენ დღესაც გაცვამენ ჯვარზე...
დევნიდი ბოროტ სულს, უჩინარს,
არც ცრემლი შემშრალა თვალზე!
გრძნობ: ტანჯვით მიდიხარ სოფლიდან,
კვლავ ნისლი ჩამოწვა მთებზე...
შენ შენი ვარამი გყოფნიდა,
თან მუდამ ფიქრობდი სხვებზე!
რატომღაც არა გაქვს შენდობა,
ღრმა ტკივილს გულშივე მალავ...
რას იზამ: ბედია ეტყობა,
თავს ზემოთ არაა ძალა!
დევნიდი ბოროტ სულს, უჩინარს,
არც ცრემლი შემშრალა თვალზე...
ჯვარს გაცვეს გუშინწინ, გუშინაც,
შენ დღესვე გაცვამენ ჯვარზე!