Litclub.ge
* * * ისე, ხანდახან მაინც იკითხე
ალეკო დოლბაიას
ისე, ხანდახან იკითხე:
როგორ გამტანჯა წუთისოფელმა,
როგორ მიკვდება გული დღითიდღე,
როგორ გამწირა ბედმა ოხერმა.
როგორ მწიწკნიდა ღამე წკვარამი,
როგორ ძნელია, მარტო იარო...
ღმერთი დაგლოცავს - ჩემი ვარამი,
ხანდახან შენც რომ გაიზიარო!