Litclub.ge

* * * ცრემლი მსდიოდა გუშინწინ, გუშინ
ცრემლი მსდიოდა გუშინწინ, გუშინ,
დღესაც ჰკიდია ცრემლი წამწამებს...
თქვენ მოგონილი სევდა გაქვთ გულშ,
ჩემს გულს ნამდვილი დარდი აწამებს!
როცა იქცევა წუხილი ზვავად,
იგრძნობთ, იღბალი მერგო როგორიც...
ჩემს ნამდვილ ტკივილს მივხედავ თავად,
თქვენ მოუარეთ თქვენს დარდს მოგონილს!