Litclub.ge

* * * დამანგრია, როგორც ტალრამ გემი
დამანგრია, როგორც ტალრამ გემი,
მომათავა ბედმა უნდომ, მწარემ...
თუკი გინდა გახარება ჩემი,
სიცოცხლეში გამახარე ბარემ!
დრომ წაიღო ყველაფერი წმინდა,
სინანული შემრჩა მხოლოდ ხელში...
თუკი ჩემი გახარება გინდა,
გამახარე ბარემ სიცოცხლეში!