Litclub.ge
* * * ვხედავ, ბედი შემოგიჩნდა მაცდურად
ვხედავ, ბედი შემოგიჩნდა მაცდურად,
მოგონებაც მოგაგონდა შენ ძველი...
ბევრი რამე მაპატიე კაცურად,
დავიწყება ვეღარაფრით შეძელი!
გლოვა, ლხინი, ყველაფერი ძველია,
თვით ცხოვრება წამებაა ნამდვილი...
დავიწყება გაცილებით ძნელია,
პატიება - შედარებით ადვილი!