ფარული ტკივილი დიდია,
ღამეა. თენდება ნელა.
მზიანი დღეები მიდიან,
ჩემგანაც წავიდა ყველა.
ჯვარივით მძიმეა იღბალი
ჯვარცმულმა ვიფიქრო რაზე:
გზაზეა მძვინვარე გრიგალი,
ძლიერი ღელვაა ზღვაზე.
გამდნარი თოვლია ქედებზე
(ნუგეში მინდოდა შენგან.)
ძნელია ამაოდ გეძებდე,
ამაოდ გნატრობდე ყველგან.
ფარული ტკივილი დიდია,
ღამეა. თენდება ნელა.
მზიანი დღეები მიდიან,
ჩემგანაც წავიდა ყველა.