Litclub.ge

* * * გზა ბოლომდე მარტომ უნდა გავიარო
გზა ბოლომდე მარტომ უნდა გავიარო,
როცა გულში ტკივილები დიდია...
დავიჯერო, მართლა ჩემი ბრალია, რომ
ჩემგან ძველი მეგობრებიც მიდიან?
მგონი აღარ განელდება შხამი მეტად,
რახანია დაწყებულა კვლავ თოვა.
ბედმა მაინც როგორ უცებ გამიმეტა,
ყველამ როგორ უცაბედად დამტოვა...