Litclub.ge

* * * ოდნავაც მაინც გამიგე, ირმა
ოდნავაც მაინც გამიგე, ირმა:
შევცვალო იქნებ ცხოვრება რთული.
მომწყვიტა გული ლოდინმა ხშირმა,
ლოდინმა ხშირმა მომწყვიტა გული.
დაიწყო უკვე ფოთოლთა ცვენა,
მერედა, როგორ უღმერთოდ გნატრობ.
მირჩიე რამე... მომეცი რწმენა...
ამქვეყნად შენღა შემომრჩი მარტო!