Litclub.ge

* * * დარდი ჰქონდა განუზომლად მძიმე
დარდი ჰქონდა განუზომლად მძიმე,
ბრმა შემთხვევა დაედევნა რაშით.
რომ ეპოვნა თანამგრძნობი ვინმე,
იქნებ, ძალაც მოეკრიბა მაშინ.
მაგრამ, როცა შეაქციეთ ზურგი,
როგორ უნდა მოეკრიბა ძალა?
მან დაცალა შხამიანი თუნგი,
ვინ ზმანება, დადიოდა ცალად.
,უდამ ცრემლი უელავდა თვალზე,
გატყდა გული - გაბზარული თეფში.
თქვენ იმიტომ გადადექით გზაზე,
ცოდვა-მადლი აღარაა თქვენში.