Litclub.ge

* * * ხან - ხმაური, ხან - ცხოვრება მშვიდი
ხან - ხმაური, ხან - ცხოვრება მშვიდი,
ხან -დუმილი... მღელვარება - ხან...
აღარ გტკივა ჩემი დარდი დიდი,
შენ როგორი მეგობარი ხარ!
გულმა გული აღარ იცნო რახან,
მტკივან გულზე ვერარც სალბუნს მფენ...
სიყვარულით ერთხელ რომ ვერ მნახე,
აღარ გქვია მეგობარი შენ!