Litclub.ge

* * * შემრჩა მხოლოდ მწუხარება ძველი
შემრჩა მხოლოდ მწუხარება ძველი,
ძველებურად აღარც გული ძგერს...
ბევრმა ჩემზე ჩაიქნია ხელი,
ბევრ ვინმეზე მეც ჩავიქნევ ხელს!
მეტირება: ღმერთი, ხატი, რჯული,
გვავიწყებენ - ღმერთსაც, ხატსაც, რჯულს...
ბევრმა ჩემზე აიცრუა გული,
ბევრ ვინმეზე მეც ვიცრუებ გულს!
მქვია უკვე აღარაფრის შემძლე,
სიყვარულით ვერ ანათებს მზეც...
ბევრმა ფიქრი მოიშორა ჩემზე,
ბევრ ვინმეზე აღარ ვფიქრობ მეც!
ვიცი, ბედთან ზღაპარია ზავი,
ცხოვრებასტანაც ვინ მაღირსებს ზავს...
ბევრმა უცებ დამანება თავი,
ბევრს დღეიდან მეც ვანებებ თავს!