შენი გული მკვდარია,
რაღა უნდა თქმა...
ქვეყნად აღარ არიან:
დედა, მამა, ძმა.
მათი ხსოვნა ნათელი
გზას გინათებს რთულს.
რწმენა - წმინდა სანთელი:
იწვის, ათბობს გულს!
თვალებს - ცრემლით ნაწვიმარს -
მაინც ღმილს ჰფენ...
თუკი ბედი გაგწირავს,
ღმერთს უყვარხარ შენ!
ქვეყნად აღარ არიან:
დედა, მამა, ძმა...
შენი გული მკვდარია,
რაღად უნდა თქმა.