Litclub.ge
კაი ყმა ბეგთარს ჩაიცვამს...
კაი ყმა ბეგთარს ჩაიცვამს,
წითლად შახვდება დილასა,
ლაშქარში მაშინ ჩავალის,
რკინა რო გაღეჭს რკინასა,
გონჯაი - დაიმალება,
კაი ყმა - დაჰკრავს წინასა.