Litclub.ge
მაშინ კარგია კაი ყმა...
მაშინ კარგია კაი ყმა,
რა დილა-ბინდზე დგებოდეს,
იცვამდეს გრილსა რკინასა,
“ომს ვიზამ!” - ემზადებოდეს,
ლურჯაი ხრავდეს ლაგამსა,
წაღმა-უკუღმა დგებოდეს,
იხარჯებოდეს კაი ყმა,
თოფი ოხრადა რჩებოდეს.