Litclub.ge

არწივი
არწივი ვნახე დაჭრილი
ყვავ-ყორნებს ეომებოდა
ეწადა ბეჩავს ადგომა
მაგრამ ვეღარა დგებოდა
ცალს მხარს მიწაზე მიითრევს
გულისპირს სისხლი სცხებოდა
ვაჰ, დედას თქვენსა, ყოვებო
ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელადა
თორო ვნახავდი თქვენს ბუმბულს
გაშლილს, გაფანტულს ველადა