Litclub.ge
პატარა მკითხველებს
ჩემო პაწია მერცხლებო,
ჩემი სიცოცხლის სხივებო,
საყვარლად მოჭიკჭიკენო,
თქვენ ჩემო გულის მძივებო,-
მოგესალმებით ტკბილ-კოცნით
ბიძია გულით წრფელითა
და გიძღვნით ყველას სიხარულს,
სიყვარულს უთქმელს ენითა.
1903 წ.