Litclub.ge

წამალი

ვეღარ გიშველეთ…

ბრჯრალებს გვცემდა სიცხის მამალი,

გაცუდდა ყველა აქიმობა, ყველა წამალი.

წუხდი, შფოთავდი, ილეოდი, როგორც ცისკარი

და ბოლოს უღვთო ტკივილებით განაწამარი

ღმერთს შეებრალე

და სიკვდილის გამოგიგზავნა,

როგორც ყველაფრის უებარი, ნაღდი წამალი.