Litclub.ge

უკანასკნელი სურათი: ეძღვნება XX საუკუნეს (მთარგმნელი: ნიკა ჯორჯანელი)
ტრა-ტა-ტა-ტა, უკრავდნენ საყვირები, და მაწანწალა ძაღლები
ეხმარებოდნენ მათ თავიანთი ყმუილით

ტრა-ტა-ტა-ტა, უკრავდნენ საყვირები, და ადამიანი
ჭიშკრიდან თავისი ავტომობილისკენ მიაბიჯებდა

ეს გადასაღები მოედანია, სადაც მსოფლიოს
ყველა რკინიგზას მჭიდროდ აერთებენ, ხოლო საიდუმლო ხელშეკრულებებს
სიყვარულის ამბების დარად უყვებიან შვილებსა
და შვილებს შვილთა

და სწორედ მაშინ, როდესაც მამაკაცი კამერისთვის ჩერდება
და ხელს იქნევს, მე ვიღებ მის კარდიოგრამას

მისი რკინის სახე ქარიზმატულია, მხრები მოვარდნილი
მაგრამ ხელი აგრძელებს ქალის გაცივებული
ხელისგულის მოჭერას

ტრა-ტა-ტა-ტა, ტრა-ტა-ტა-ტა, უკრავდნენ საყვირები როცა
მოძრაობაში მოდიოდნენ ეშელონები, ტანკები და სანგრის
ტილები, სიყვარულის ამბები, შვილები, დაბოლოს
თავად ჩვენ, როდესაც სიცილს ვიწყებდით კინოში და ა. შ.