Litclub.ge

ჰარლემის ღამის სიმღერა (მთარგმნელი: შოთა იათაშვილი)
მოდი,
ერთად ვიხეტიალოთ ღამეში და
ვიმღეროთ ერთად.

მე შენ მიყვარხარ.

მიღმა
ჰარლემის სახურავების,
ანათებს მთვარე.
ღამის ზეცა ლურჯია და
ვარსკვლავები უზარმაზარი წვეთებია
ოქროს ცვარ-ნამის.
კაბარეში კი
ჯაზ-ბენდი უკრავს.

მე შენ მიყვარხარ.

მოდი,
ერთად ვიხეტიალოთ ღამეში და
ვიმღეროთ ერთად.