Litclub.ge

ხელიდან წასული კაცი (მთარგმნელი: შოთა იათაშვილი)
ხელიდან წასული კაცი ვარ,
ყველა მეუბნება ამას.
ხელიდან წასული კაცი ვარ,
ყველა მეუბნება ამას.
ყველგან ჩემს სიგლახეს დავათრევ,
არყის ბოთლთან ერთად, თანაც.

ცემა-ტყეპაში მყავს ცოლი და
თავ-პირს საყვარელსაც ვამტვრევ.
ცემა-ტყეპაში მყავს ცოლი და
თავ-პირს საყვარელსაც ვამტვრევ.
რატომ, კი ვერ ვხვდები და ყველას
ვუღრენ, დღე არის თუ ღამე.

ისე წასული ვარ ხელიდან,
არც მსურს კარგი ბიჭი გავხდე.
სულმთლად წასული ვარ ხელიდან,
და არც მსურს კარგი ბიჭი გავხდე.
ეშმაკს სული უნდა მივყიდო,
უნდა საბოლოოდ წავხდე.