Litclub.ge

პროლოგი (მთარგმნელი: შოთა იათაშვილი)
ვარ ზანგი:
შავი, ისე, როგორც ყომრალი ღამე,
შავი, როგორც უღრანები ჩემი აფრიკის.
ვიყავი მონა:
კიბეს ვხვეტდი კეისრის ზღურბლთან
და ვაშინგტონს ვუწმენდდი ჩექმებს.
ვიყავი მუშა:
ჩემი ხელებით შენდებოდა პირამიდები
და ვულვორსის ცათამბჯენისთვის კირს ვხსნიდი წყალში.
ვიყავი პოეტი-მომღერალი:
აფრიკიდან ჯორჯიამდე შორეულ გზაზე
სევდიანი სიმღერები ვატარე თან და
რეგთაიმიც თავად ამოვთქვი.
ვიყავი მსხვერპლი:
კონგოში ორივე მკლავი მომჭრეს ბელგიელებმა,
ახლა კი ტეხასში ლინჩის წესით მასამართლებენ.
ვარ ზანგი:
შავი, ისე, როგორც ყომრალი ღამე.
შავი, როგორც უღრანები ჩემი აფრიკის.