Litclub.ge

* * * თხარე! (მთარგმნელი: გიორგი ეკიზაშვილი)
თხარე! - მიბრძანებს ბარის პირი
სისხლი ანთხიე! - მიბრძანებს დანის პირი...
ამომგლიჯეს მეხსიერება
გატანჯეს ჩემი სულის ქაოსი
ისინი, ვისაც ვუყვარდი,
ვინც შემიძულა, ვინც დამივიწყა,
ზედ დამყურებენ;
ზოგი ტირის, ზოგი იცინის.
გულცივო დაო, ზამთრის ბალახო.
ვხედავდი, როგორ აიშვი ტანი
და იქმენ უფრო მაღალი, ვინემ ჩემი მტრები.
უფრო მწვანე, ვინემ ჩემი მოგონებები.