Litclub.ge

ძეწნის ტოტებზე (მთარგმნელი: მიხეილ ქვლივიძე)
რა გვამღერებდა, როცა ჩვენს გულებს
ვიღაც უხეში გადამთიელი
თავის დალურსმულ ჩექმით ტორავდა!
როცა ქუჩები გაჟღენთილიყო
მიხრწნილ გვამების მხრჩოლავი სუნით,
როცა ბავშვების ისმოდა კვნესა
და როცა შეშლილ დედების თვალწინ
ხვრეტდნენ და ხიშტზე აგებდნენ შვილებს...
დადუმებული ჩანგები ჩვენი
ძეწნის ტოტებზე ეკიდნენ იმ დროს
და გლოვის ქარი, ძაძით მოსილი,
მათ, როგორც აკვნებს, აქანავებდა.