Litclub.ge

სამოთხე არ არსებობს (მთარგმნელი: გიორგი ეკიზაშვილი)
                                             დილან თომასს
 
მე არ ძალმიძს ვისმინო სამყაროს მუსიკა
არც მისი წარმოდგენის ნიჭი უბოძებია ჩემთვის განგებას
ჩემს სიყვარულს არსიყვარულში გაუდგამს ფესვი
ის მიბიძგებს წინ არყოფნის მძლავრი მკლავებით
და დუმილი მისი მაშორებს საკუთარ სიცოცხლეს
მწველ ყოფიერებას ალყას ვარტყამ
და როს თითქოსდა მოხელთებულს თვალს ვუსწორებ
მრისხანე ელვა მზერას მიბნელებს და ნაცრად მაქცევს
და მაშინ რაღა მნიშვნელობა აქვს ლექსის ჩურჩულს...'
ეს არყოფნაა არა სამოთხე...
ეს-ეს არის შევიტყვე დილან ტომასის
მეგობრისაგან, რომ ერთ დღეს, ფიქრში
წასულ დილანს წამოუძახია:
"მე მსურს მოგასმენინოთ სამოთხის მუსიკა"