Litclub.ge

* * * მუდამ აბსურდულობისა (მთარგმნელი: შოთა იათაშვილი)
მუდამ აბსურდულობისა და სიკვდილის
რისკის ქვეშ
მყოფი პოეტი
მაყურებელთა
თავებს ზემოთ
გაჭიმულ თვითნაკეთ მავთულზე
აკრობატივით
ბობღდება რითმის დახმარებით
და სახეების ზღვიდან ატყორცნილ
მზერათა სხივებზე ბალანსირებს
ნაბიჯ-ნაბიჯ
გეზი დღის შიდაპირისაკენ აუღია
ფეხებით ანტრაშას
მარჯვედ აჩალიჩებს
და სხვა მაღალოსტატურ ტრიუკებსაც მიმართავს
ყველას უშეცდომოდ და
რასაც აკეთებს
დაუჯერებელია
ის სუპერრეალისტია
რომელიც უნდა რომ ჩაწვდეს
ბოლომდე დაჭიმულ სიმართლეს
ყოველი ნავარაუდევი
იმ სტროფის თუ ნაბიჯის წინ
უფრო დიდი სიმაღლისაკენ რომ ექაჩება
იქით სადაც მშვენიერება დგას და იცდის
სერიოზულად გამზადებული
სალტო-მორტალესთვის
ხოლო ის
პატარა მოჩარლიჩაპლინო ადამიანი
ან შეძლებს ან ვერა
გაუხშოებულ საარსებო სივრცეში მოიხელთოს
არწივივით ფრთებგაშლილი
მისი მარადიული მშვენიერი ფორმა