Litclub.ge

* * * დანგრეული სამოსახლო (მთარგმნელი: მიხეილ ქვლივიძე)
დანგრეული სამოსახლო
სან მარტინო დელ კარსო
აქ, სადაც ერთ დროს
სახლები იყო -
მხოლოდ კედელთა
ნანგრევებია...
ხოლო ისინი,
ვინც მე აქედან
წერილებს მწერდნენ -
გაჰქრნენ უკვალოდ...
და მხოლოდ გულში,
ჩემს გულში დარჩა
ყველაფრის ხსოვნა...
ეს ჩემი გული -
სამოსახლოა
ყველაზე უფრო
იავარქმნილი.