პიერმა პიგალის მოედანზე დანა გაუყარა მეგობარს.
მეგობარმა ბოლო დროს წარმატებას მიაღწია და გაყოყოჩდა.
ორივე მონმარტრელი ბიჭები იყვნენ.
პიერმა უმალ გაიგდო სახელი ნამდვილი ძველბიჭისა.
ამ დროს პარიზიდან შორს, პროვინციულ არლში,
ვან გოგმა სამართებლით ყური მოითალა
მას შემდეგ, რაც გოგენთან კამათში დამარცხდა.
მან ვერ შესძლო მეგობრისთვის დანა გაეყარა, -
დასცინოდნენ, სულმოკლეს უწოდებდნენ,
გიჟადაც კი გამოაცხადეს.
მაგრამ ვან გოგი ხომ მხატვარი იყო და არა უქნარა მონმარტრიდან.
მერე მან ავტოპორტრეტი დახატა, ყურადღებით რომ შეათვალიერა თავისი უყურო სახე.
ხედავთ - ის არ ყოფილა სულმოკლე!
ვან გოგის სურათებს არ ეწერა გაყიდულიყო მის სიცოცხლეში -
რადგან არ ქმნიდა ბრბოს დაკვეთით თავის ნახატებს.
აი, დასტური სულის სიმტკიცის!
შენ კი, ბატონო ტაკამი,
შესაშური ბედი გქონია!
კვლავ დადიხარ ორივე ყურით
და გაწუხებს მხოლოდ ნევროზი,
აგცდა სიკვდილი ვან გოგისა,
შესძელ გეცოცხლა ჭაღარამდე, რაკი ყიდდი მაგ შენს რომანებს...
საბედნიეროდ არც პიერი ხარ, მონმარტრელი ცუღლუტი ბიჭი.