დაახვავეთ სხეულები ვატერლოოსთან, აუსტერლიცთან,
ჩაფლეთ მიწაში და მაცადეთ, რომ ვიმუშაო -
მე ბალახი ვარ; მე ამქვეყნად ყველაფერს ვფარავ.
და დაახვავეთ სხეულები გეტისბურგთანაც,
დაახვავეთ იპრთან, ვერდენთან,
ჩაფლეთ მიწაში და ნება დამრთეთ, რომ ვიმუშაო.
ორი წელი, ათი წელი, და მგზავრები დაუსვამენ კითხვას კონდუქტორს:
"სადა ვართ ახლა?
რა ადგილია?"'
მე ბალახი ვარ.
დამაცადეთ, რომ ვიმუშაო.