Litclub.ge

ვინმეს რომ ენახა (მთარგმნელი: მიხეილ ქვლივიძე)
ვინმეს რომ ენახა დედაჩემი
ცისფერ ხალათში თეთრ პალატაში
ხან აკანკალებული
ხან გაშეშებული
როცა ბაგეზე შეყინული ღიმილით
გათეთრებულ ღრძილებს აჩენს.
ნახევარი საუკუნე ღმერთს ლოცულობდა
ახლა კი ტირის და ჩურჩულებს:
- არ ვიცი... არ ვიცი...
მისი სახე ამღვრეული ცრემლის წვეთია
გაყვითლებული ხელები მკერდზე დაუკრეფია
შეშინებული ბავშვივით
ტუჩები კი ლურჯი აქვს.
ვინმეს რომ ენახა დედაჩემი
დევნით გულამომჯდარი პატარა ტყიური
გადმოკარკლული თვალებით
მაშინ
ეჰ, რომ შემეძლოს
სულ ხელით ვატარებდი
და ნებიერ ბავშვივით
ტკბილეულს არ მოვაკლებდი.