Litclub.ge

* * * მე, გოგონა (მთარგმნელი: შოთა იათაშვილი)
მე, გოგონა, ძვირფასი სამართებლით ხელში
ჩავწექი ხალისით სამარეში
მაგრამ შემიძვრნენ მატლები
მუცლის არეში
ფუთფუთებენ და მეხიცინება
და მეცინება
მიდი მერე, იტირე და იცინე,
აბა სხვაგან სად მოხერხდება ისე ხითხითი
გაფრთხილების ნიშნად
ვინმემ რომ არ გიქნიოს თითი