ძველი ჭის თავზე ოწინარი ჭრიალებს გაბმით, -
მზის სინათლეზე ჯურღმულიდან ამოაქვს წყალი.
პირსავსე კასრის ზედაპირზე თრთის და ცახცახებს,
ვით შორეული მოგონება - ნაცნობი სახე.
ვიხრები მისკენ, მსურს შევეხო და რაღაც ვუთხრა,
მაგრამ ეს სახე უცებ კარგავს ნაცნობ კონტურებს,
მშორდება, მტოვებს, იბინდება... და აი, ისევ,
ძველი ჭის თავზე ოწინარი ჭრიალებს გაბმით,
გაბრუნებს, ტკბილო მოგონებავ, ჭის ბოროტ ფსკერზე
და ისევ ისე: ჩვენ მანძილი გვაშორებს შორი.