Litclub.ge

* * * ცისკრის ვარსკვლავო (მთარგმნელი: ნათელა ხუციშვილი)
ცისკრის ვარსკვლავო, რაც სხვისთვისა ხარ,
ის ჩემს თვალებში სულ სხვად იქცევა,
მათ აღარც ეთქმით უკვე თვალები,
ერთმა გრძნეულმა მათი კაკლები
შესანსლა, თვალის ბუდეებში კი
შიშის კენჭები ჩასვა სანაცვლოდ,
მწარე მარილით მაგრად ჩატკეპნა.
როდესაც ვტირი, რბილდება კირი.
ცისკრის ვარსკვლავო, ნუ მეცხადები,
თორემ თვალები გადმომცვივდება.
რით გავაგრძელო შემდეგში შიში
ძაღლთა თუ კეთილ ადამიანთა
თუ ყოვლისმხილველ უფლის წინაშე?
თუ დავბრმავდები, სუსტ თითებს შორის
ჩამეფშვნიტება არსობის პური.
მოუპირავი სიკვდილი მერე
ცარიელ კალათს - გულს გამიჩერებს.