Litclub.ge
* * * ფანჯარას ვხურავ (მთარგმნელი: მიხეილ ქვლივიძე)
ფანჯარას ვხურავ
ქუჩაში გავდივარ
ძმა მოაბიჯებს ტროტუარზე
გაკრიალებულ ასფალტზე
ქუდჩამოფხატული
ჯიბეებში ხელებჩაწყობილი
ვეუბნები: ძმაო
მაგრამ არ ესმის
ჩამივლის უხმოდ
და გზას განაგრძობს
ნუთუ მართლა წ ი ნ მიდის?