Litclub.ge

დატირება (მთარგმნელი: ნაირა გელაშვილი)
მეგობარი გოგონა
მწვანე ყვავილებს ეთამაშება
საქანელაზე მოფარფატე მთვარის ბაღებში.
ო, რა ელვარებს იქ ურთხმელის ჯაგების მიღმა?
ოქროვანი პირის წიაღი, ჩემს ბაგეებს რომ შემოადგა.
და ბაგეები გაიჟღერებენ ვარსკვლავებივით,
ქედრონის წყაროს რომ ჩასცქერიან.
მაგრამ ვარსკვლავთა ნისლები დაბლობს
ჩამოემხობა.
ცეკვები ველური და გამოუთქმელი.
ო, მეგობარო ჩემო გოგონა, შენი ბაგენი,
ბროწეულის ბაგენი შენი
მიმწიფან წითლად ბროლნიჟაროვან პირის ნაყოფთან.
მძიმედ ისვენებს
ჩვენზე ბართა ოქროს დუმილი.
ცისკენ ორთქლდება
ჰეროდეს მიერ
გაჟლეტილი ბავშვების სისხლი.