Litclub.ge
* * * რატომაა, რომ პორტის ხსენებაზე (მთარგმნელი: თეა ზაქარაძე)
რატომაა, რომ პორტის ხსენებაზე
ანძა მახსენდება
და ღია ზღვაზე კი იალქანი?
მარტის ხსენებაზე კატა,
უფლების ხსენებაზე მუშა,
და რატომაა რომ მოხუც მეწისქვილეს
დაუფიქრებლად სჯერა ალაჰის?
და ქარიან ამინდებში კი
წვიმა დახრილად მოდის?