Litclub.ge

* * * მე წყალი ვარ (მთარგმნელი: შოთა იათაშვილი)
მე წყალი ვარ
დილით მივედინები
მე მაქვს ტუჩები სათვალე ბეჭედი ხელები
მე წყალი ვარ

ერთი ღრმად მიწისქვეშა
მძინარე ტბიდან
წყაროდ ამოხეთქილი
მივრაკრაკებ კიბით დაღმა
ქუჩაში

ვჩქარობ საათზე ვიყურები
სკოლაში მისვლას ვასწრებ
სალამი წყალო
როგორ მიდის საქმეები?
მე დღეს უფრო თბილი გავხდი –
შარშანდელი თოვლი დადნა

და რა გინდა
დღეს შეისწავლო?

ცეცხლი ცეცხლი
თან ისე რომ არ დავკარგო საკუთარი მე