Litclub.ge

* * * ბაგე ბავშვური და ქალწულის თამამი მზერა (მთარგმნელი: ნინო სვანიძე)
ბაგე ბავშვური და ქალწულის თამამი მზერა,
წარუშლელია, ოცნებაში მუდამ იქნები -
სწორედ ამიტომ მერგო ალბათ ეს ბედისწერა,
რომ ვისაუბრო და ვიფიქრო შენზე რითმებით.

ახლა ისე ვგრძნობ უზარმაზარ ზღვათა სიღრმეებს,
არეულს მთვარის უხილავი მიზიდულობით,
ამ მოკიაფე ვარსკვლავთ გუნდებს, მათ მიმოქცევას,
განგებისაგან დაწესებულ მიმართულებით.

სათნოდ მღიმარი, უცნაური, ისევ ნამდვილი,
ო, რა იქნება, ჩემთან ერთად რომ იყო დღესაც,
ვარსკვლავთა დევნაც იქნებოდა ჩემთვის ადვილი,
ცხელ ბაგეებზე ვაკოცებდი თაკარა მზესაც.